---
title: "მუხლი 52³ — ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/52-3"
law: "ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "52^3"
identifier: "458"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2009-10-22"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52³ — ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2009-10-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-01-01.
> Cite as: ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 52³ (consolidated as of 2009-10-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/52-3

1. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მთლიანად გაითვალისწინებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიმართ გამოთქმული შენიშვნების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში მოცემულ შენიშვნებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მისთვის დადგენილების გადაცემიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს პარლამენტს განმეორებით წარუდგენს საქართველოს ორგანული კანონის პროექტს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას. პარლამენტის ბიურო თავის უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტში კენჭსაყრელ საკითხად გათვალისწინების შესახებ.

2. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მთლიანად არ გაითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში მოცემულ შენიშვნებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო იღებს დადგენილებას შემთანხმებელ კომისიაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 7 წევრის (მათ შორის, 1 კომისიის თანათავმჯდომარის) კანდიდატურის წარდგენის შესახებ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აღნიშნული დადგენილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში გადაეცემა საქართველოს პარლამენტს. პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციებთან, უმრავლესობასთან, უმცირესობასთან კონსულტაციის შედეგად ერთი კვირის ვადაში პარლამენტის ბიუროს წარუდგენს დადგენილების პროექტს შემთანხმებელი კომისიის შექმნის შესახებ, რომლის შემადგენლობაში იქნება 14 წევრი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 7 წევრი (მათ შორის, 1 კომისიის თანათავმჯდომარე) და საქართველოს პარლამენტის 7 წევრი (მათ შორის, 1 კომისიის თანათავმჯდომარე). პარლამენტის ბიურო დადგენილების პროექტს ითვალისწინებს პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტში. დადგენილების პროექტი პარლამენტის სხდომაზე განიხილება და მიიღება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1130 - სსმ I, №13, 12.04.2005 წ., მუხ.80

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/52-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/52-4.md
