---
title: "მუხლი 58 — ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/58"
law: "ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "58"
identifier: "458"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2009-10-22"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 58 — ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2009-10-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-01-01.
> Cite as: ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 58 (consolidated as of 2009-10-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/58

1. საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) შესახებ ორგანული კანონის მიღებამდე ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების (თანამდებობის პირების)  ნორმატიული აქტების სახეები, იურიდიული ძალა, მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება ამ კანონით, მოქმედი კანონმდებლობისა და მათ შესაბამისად მიღებული (გამოცემული) ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ნორმატიული აქტების იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ კანონს.

2. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოები, ხოლო მათ შექმნამდე – მმართველობის ადგილობრივი ორგანოები ვალდებულნი არიან 1997 წლის 25 ნოემბრამდე ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გამოაქვეყნონ ყველა მოქმედი ნორმატიული აქტი, რომელიც ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/57.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/59.md
