---
title: "მუხლი 59 — ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/59"
law: "ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "59"
identifier: "458"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2009-10-22"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 59 — ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2009-10-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-01-01.
> Cite as: ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 59 (consolidated as of 2009-10-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/59

1. საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) შესახებ ორგანული კანონის მიღებამდე ძალაშია ამ კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტები.

2. „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის მიღებამდე საქართველოს კონტროლის პალატა იღებს შემდეგ ნორმატიულ აქტებს: ა) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება; ბ) საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის დადგენილება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/58.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/60.md
