---
title: "მუხლი 7 — ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/7"
law: "ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "7"
identifier: "458"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2009-10-22"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7 — ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2009-10-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-01-01.
> Cite as: ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2009-10-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/7

1. საქართველოს ნორმატიული აქტი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, და სავალდებულოა შესასრულებლად.

2. ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტი მოქმედებს ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, და სავალდებულოა შესასრულებლად.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს ნორმატიული აქტი მოქმედებს და სავალდებულოა შესასრულებლად ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) მთელ ტერიტორიაზე.

4. ნორმატიული აქტი მოქმედებს საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მყოფ უცხოელთა მიმართ, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, ან საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/8.md
