---
title: "მუხლი 10. საქართველოს საჰაერო სივრცე და საჰაერო სივრცით სარგებლობა — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/10"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "10"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. საქართველოს საჰაერო სივრცე და საჰაერო სივრცით სარგებლობა — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 10 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/10

1. საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლება როგორც საერთაშორისო ფრენის, ისე ადგილობრივი ფრენის განხორციელებისას აქვს ნებისმიერ საჰაერო სატრანსპორტო საშუალებას საქართველოს სახელმწიფოსთან დადებული ორმხრივი შეთანხმების ან/და მრავალმხრივი შეთანხმების შესაბამისად, ხოლო საქართველოში რეგისტრირებული გადამყვან-გადამზიდველი და საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდი ადგილობრივი ფრენის განხორციელებისას საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. თუ საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობა უკავშირდება სარაკეტო-საარტილერიო სროლას, ასაფეთქებელი სამუშაოების წარმოებას ან სხვა მსგავს საქმიანობას, იგი ხორციელდება საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობით.

3. საქართველოს საჰაერო სივრცეში სარაკეტო-საარტილერიო სროლის, ასაფეთქებელი და სხვა სახის სამუშაოების უსაფრთხო წარმოების წესს შეიმუშავებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სააგენტო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/9-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/10-1.md
