---
title: "მუხლი 111. ნივთიერ მტკიცებულებათა შენახვა — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/111"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "111"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 111. ნივთიერ მტკიცებულებათა შენახვა — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 111 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/111

1. საჰაერო ხომალდი, მისი შემადგენელი ნაწილები, საავიაციო შემთხვევის შემდეგ დარჩენილი ნამსხვრევები, საბორტო და სახმელეთო ობიექტური კონტროლის საშუალებები, აგრეთვე ხმელეთზე არსებული საბუთები, რომლებიც შეეხება საჰაერო ხომალდის რემონტს, ექსპლუატაციასა და მისი ფრენის უზრუნველყოფას, ითვლება საავიაციო შემთხვევის ნივთიერ მტკიცებულებებად და მომკვლევი კომისიისათვის გადაცემამდე დაცული უნდა იქნეს მათი ხელშეუხებლობა.

2. ნივთიერ მტკიცებულებათა განზრახ დაზიანება-განადგურებაში ბრალეული პირები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/110.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/112.md
