---
title: "მუხლი 12. საჰაერო მოძრაობის მომსახურება — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/12"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "12"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. საჰაერო მოძრაობის მომსახურება — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 12 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/12

1. საჰაერო მოძრაობის მომსახურება მოიცავს:
ა) საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურებას (მათ შორის, სააეროდრომო საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურებას, სააეროდრომო საინფორმაციო-ავტომატურ მომსახურებას);
ბ) საავარიო მომსახურებას;
გ) საჰაერო მოძრაობის საკონსულტაციო მომსახურებას;
დ) საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურებას (რაიონულ სამეთვალყურეო მომსახურებას, მისადგომის სამეთვალყურეო მომსახურებას, სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურებას).

2. საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო.
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1038 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/13.md
