---
title: "მუხლი 13. სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფა — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/13"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "13"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფა — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 13 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/13

1. სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფა გულისხმობს ამ კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მომსახურებასთან დაკავშირებული ტექნიკური საშუალებების/სისტემების ოპერირებას.

2. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო უზრუნველყოფს ამ კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მომსახურებასთან დაკავშირებული ტექნიკური საშუალებების/სისტემების ოპერირების ქმედუნარიანობას, საიმედოობას, უწყვეტობასა და მთლიანობას.

3. სააერნაოსნო მომსახურების საწარმომ უნდა გამოიყენოს სააერნაოსნო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული მხოლოდ ის ტექნიკური საშუალება/სისტემა, რომელიც სააგენტომ წინასწარ აღიარა.

4. სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/14.md
