---
title: "მუხლი 16. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურა და საჰაერო სივრცის კლასიფიკაცია — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/16"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "16"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურა და საჰაერო სივრცის კლასიფიკაცია — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 16 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/16

1. საქართველოს საჰაერო სივრცისა და ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცის, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს, სტრუქტურას და საჰაერო სივრცის კლასიფიკაციას შეიმუშავებს სააგენტო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით სააგენტო შეიმუშავებს:
ა) საფრენოსნო ინფორმაციის რაიონს;
ბ) სამეთვალყურეო რაიონს;
გ) სამეთვალყურეო არეს;
დ) საკვანძო სამეთვალყურეო რაიონს;
ე) სააეროდრომო მოძრაობის არეს;
ვ) საფრენოსნო საინფორმაციო არეს;
ზ) ფრენისათვის შეზღუდულ არეებს;
თ) ფრენისათვის სახიფათო არეებს;
ი) ფრენისათვის აკრძალულ არეებს, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით − სხვა არეებს.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ფრენისათვის შეზღუდული არეები, ფრენისათვის სახიფათო არეები, ფრენისათვის აკრძალული არეები და სხვა არეები უნდა დადგინდეს დროებით. ვადა, რომლითაც დგინდება შესაბამისი არე, არ უნდა აღემატებოდეს ამ არის დადგენის გამომწვევი პირობების არსებობის ვადას.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/17.md
