---
title: "მუხლი 17. საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობა — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/17"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "17"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობა — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 17 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/17

1. სახელმწიფოებრივი ინტერესების (მათ შორის, თავდაცვისუნარიანობის) გათვალისწინებით, საჰაერო მოძრაობისა და საჰაერო სივრცის ორგანიზების ხელშეწყობისთვის გამოიყენება საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის კონცეფცია, რომელიც არის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის (EUROCONTROL) მიერ შემუშავებული, ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის წევრ სახელმწიფოებში მოქმედი საჰაერო სივრცის მართვის კონცეფცია.

2. საჰაერო სივრცის ორგანიზება ხდება სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოებისა და სახელმწიფო ავიაციის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების მიერ საჰაერო სივრცის ერთობლივი, სამოქალაქო-სამხედრო კომიტეტის და საჰაერო სივრცის ორგანიზების ჯგუფის შექმნით და სტრატეგიულ, პრეტაქტიკურ და ტაქტიკურ დონეებზე მათი მჭიდრო კოორდინაციით.

3. საქართველოს საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის წესს შეიმუშავებენ საქართველოსთავდაცვის სამინისტრო და სააგენტო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130
საქართველოს 2013 წლის 27 დეკემბრის კანონი №1900 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/18.md
