---
title: "მუხლი 18. საქართველოს საჰაერო სივრცის დიზაინი — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/18"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "18"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. საქართველოს საჰაერო სივრცის დიზაინი — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 18 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/18

1. საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ახორციელებს საჰაერო მოძრაობის მომსახურების ტრასების, ფრენის მინიმალური სიმაღლეების და უსაფრთხო საჰაერო მოძრაობის მომსახურებისათვის მნიშვნელოვანი სხვა ელემენტების დიზაინს, საჰაერო სივრცის ორგანიზებისა და საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების გათვალისწინებით.

2. ამ მუხლისა და ამ კოდექსის მე-16 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესს, რომლითაც განისაზღვრება აგრეთვე საქართველოს საჰაერო სივრცის კლასიფიკაცია, შეიმუშავებს სააგენტო და ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/19.md
