---
title: "მუხლი 2. კოდექსის მიზანი — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/2"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "2"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კოდექსის მიზანი — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 2 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/2

1. ამ კოდექსის ძირითადი მიზანია:
ა) საქართველოს საავიაციო საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება;
ბ) საავიაციო საქმიანობის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ერთიანი სტანდარტებისდადგენა;
გ) საჰაერო ტრანსპორტის მდგრადი განვითარების, ტვირთისა და ბარგის გადაზიდვის, მგზავრთა გადაყვანის და მათთან დაკავშირებული სხვა მომსახურების თავისუფლად განხორციელების ხელშეწყობა;
დ) სააერნაოსნო მომსახურების გაუმჯობესება და ჰაერნაოსნობის უსაფრთხოების, რეგულარულობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა;
ე) საქართველოს საჰაერო სივრცის მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა.

2. საქართველო, როგორც „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, ვალდებულია დროულად, შესაბამისი დოკუმენტებით დადგენილ ვადებში უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ამ კონვენციის, მისი დანართებისა და მათი შესწორებების მოთხოვნებთან.
საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №822 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/3.md
