---
title: "მუხლი 20¹. საძებნ-სამაშველო მომსახურება — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/20-1"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "20^1"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20¹. საძებნ-სამაშველო მომსახურება — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 20¹ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/20-1

1. საძებნ-სამაშველო მომსახურება მოიცავს ავარიული მდგომარეობის მონიტორინგს, კავშირგაბმულობის უზრუნველყოფას, საქმიანობის კოორდინაციას, ძებნასა და შველას, სამედიცინო დახმარების გაწევას, სამედიცინო მიზნებისთვის ევაკუაციას სახელმწიფო და კერძო რესურსების, მათ შორის, საავიაციო, საზღვაო და სხვა საშუალებების, გამოყენებით.

2. საძებნ-სამაშველო მომსახურება ხორციელდება როგორც საქართველოს ავიაციის ძალებითა დასაშუალებებით, ისე სახმელეთო და საზღვაო საძებნ-სამაშველო ჯგუფების დახმარებით.

3. საძებნ-სამაშველო მომსახურების განხორციელების წესი, განმახორციელებელი სტრუქტურები და მათი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

4. აეროდრომის ტერიტორიაზე და მის მიმდებარე რაიონში საავარიო-სამაშველო მომსახურებას ახორციელებს აეროდრომის საავარიო-სამაშველო რაზმი. მის განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი/ავიაგადამზიდველი.

5. საძებნ-სამაშველო მომსახურება ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/20-2.md
