---
title: "მუხლი 20². უცხო სახელმწიფოს საძებნ-სამაშველო რაზმის საქართველოს ტერიტორიაზე დაშვება — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/20-2"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "20^2"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20². უცხო სახელმწიფოს საძებნ-სამაშველო რაზმის საქართველოს ტერიტორიაზე დაშვება — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 20² (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/20-2

1. საქართველოსთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე დაიშვება უცხო სახელმწიფოს საძებნ-სამაშველო რაზმი და მის მფლობელობაში არსებული ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის მესაკუთრე/საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ან/და იმ სახელმწიფოს წარმომადგენელი, სადაც აღნიშნული საჰაერო ხომალდია რეგისტრირებული.

2. საქართველოსთან შესაბამისი ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს საძებნ-სამაშველო რაზმი და მის მფლობელობაში არსებული ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის მესაკუთრე ან/და იმ სახელმწიფოს წარმომადგენელი, სადაც აღნიშნული საჰაერო ხომალდია რეგისტრირებული, დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ღია ზღვის თავზე არსებულ საჰაერო სივრცეში, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველო უზრუნველყოფს, ხიფათში მყოფი საჰაერო ხომალდის მგზავრთა ძებნა და შველა ხორციელდება საქართველოს საძებნ-სამაშველო რაზმების მეშვეობით ან საქართველოს და უცხო სახელმწიფოს საერთო ძალებით, მათ შორის შეთანხმების საფუძველზე.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/20-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/20-3.md
