---
title: "მუხლი 20³. სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობა — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/20-3"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "20^3"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20³. სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობა — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 20³ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/20-3

1. სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს:
ა) სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირებას, ინსპექტირებას და უწყვეტ მონიტორინგს;
ბ) სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ტექნიკური საშუალებების/სისტემების აღიარებას;
გ) სააერნაოსნო მომსახურების საწარმოში დაგეგმილი ცვლილებების ზედამხედველობას, უსაფრთხოების/ხარისხის მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმებას და სხვა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ზედამხედველობას სააგენტო ახორციელებს ამ კოდექსის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და მათ საფუძველზე შემუშავებული წესების შესაბამისად.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/20-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/20-4.md
