---
title: "მუხლი 20. საავიაციო რუკები — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/20"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "20"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. საავიაციო რუკები — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 20 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/20

1. საქართველოს სამოქალაქო საავიაციო რუკებს ადგენს, მათ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს და მათ რეგულარულად აახლებს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული სააერნაოსნო მომსახურების საწარმო.

2. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის ხელშემკვრელისახელმწიფოს თხოვნით, საქართველო უზრუნველყოფს საკუთარი ტერიტორიის შესახებ იმინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რომელიც აუცილებელია ამ კონვენციის მე-4 დანართისმოთხოვნათა შესასრულებლად.

3. საავიაციო რუკების შედგენის წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/20-1.md
