---
title: "მუხლი 21². ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/21-2"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "21^2"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21². ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 21² (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/21-2

1. ზემსუბუქ საჰაერო ხომალდზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 26-ე, 31-ე და 56-ე მუხლების მოთხოვნები.

2. სააგენტო ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის განაცხადის საფუძველზე ახორციელებს აღნიშნული მწარმოებლის იდენტიფიკაციასა და შესაბამისი მონაცემების აღრიცხვას.

3. ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ხორციელდება დეკლარაციის საფუძველზე, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის პასუხისმგებლობით.

4. ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი აღირიცხება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრში.

5. ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის იდენტიფიკაციის, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის, აგრეთვე ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიმართ მოთხოვნები და დეკლარაციის პირობები, ფრენის სახეობიდან გამომდინარე, განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით.
საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3269 – ვებგვერდი, 04.07.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/21-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/21-3.md
