---
title: "მუხლი 21³. საერთო დანიშნულების ავიაცია — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/21-3"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "21^3"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21³. საერთო დანიშნულების ავიაცია — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 21³ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/21-3

1. საერთო დანიშნულების ავიაციის მიზნებისთვის საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია გულისხმობს საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას, რომელსაც ფიზიკური ან იურიდიული პირი პირადი მიზნით ახორციელებს.

2. პირადი მიზნით საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის მიმართ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს სააგენტო.
საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3269 – ვებგვერდი, 04.07.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/21-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/21-4.md
