---
title: "მუხლი 21⁵. პარაპლანისა და მისი აღჭურვილობის შემოწმების, საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირებისა და პარაპლანის მფრინავის მოწმობისთვის დადგენილი საფასურის განაკვეთები — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/21-5"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "21^5"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21⁵. პარაპლანისა და მისი აღჭურვილობის შემოწმების, საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირებისა და პარაპლანის მფრინავის მოწმობისთვის დადგენილი საფასურის განაკვეთები — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 21⁵ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/21-5

1. საფრენი ადგილის სერტიფიცირების საფასურია 3 000 ლარი.

2. პარაპლანის შემოწმების საფასურებია:
ა) ერთადგილიანი პარაპლანის შემოწმებისა − 50 ლარი;
ბ) ორადგილიანი პარაპლანის შემოწმებისა − 100 ლარი;
გ) ერთადგილიანი პარაპლანის ჩასაჯდომ-ჩასაბმელი სისტემის შემოწმებისა − 50 ლარი;
დ) ორადგილიანი პარაპლანის ჩასაჯდომ-ჩასაბმელი სისტემის შემოწმებისა − 100 ლარი;
ე) ერთადგილიანი პარაპლანის სათადარიგო პარაშუტის შემოწმებისა − 100 ლარი;
ვ) ორადგილიანი პარაპლანის სათადარიგო პარაშუტის შემოწმებისა − 120 ლარი;
ზ) ერთადგილიანი პარაპლანის სათადარიგო პარაშუტის ვარგისობის აღიარებისა − 50 ლარი;
თ) ორადგილიანი პარაპლანის სათადარიგო პარაშუტის ვარგისობის აღიარებისა − 75 ლარი;
ი) პარამოტორის ვარგისობის შემოწმებისა − 200 ლარი;
კ) პარამოტორის ვარგისობის აღიარებისა − 50 ლარი.

3. საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების საფასურია 1 500 ლარი.

4. თეორიულ გამოცდაზე დაშვების საფასურია 80 ლარი.

5. პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვების საფასურია 180 ლარი.

6. პარაპლანის მფრინავის მოწმობის დამზადების, აგრეთვე დაკარგული მოწმობის აღდგენის საფასურია 50 ლარი.

7. პარაპლანის მფრინავის კატეგორიის აღიარების საფასურია 350 ლარი ერთი ქვეკატეგორიისთვის.
საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3269 – ვებგვერდი, 04.07.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/21-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/22.md
