---
title: "მუხლი 21. საჰაერო ხომალდების კლასიფიცირება — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/21"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "21"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. საჰაერო ხომალდების კლასიფიცირება — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 21 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/21

1. საჰაერო ხომალდები იყოფა სამოქალაქო, სახელმწიფო და ექსპერიმენტულ ხომალდებად.

2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდებს განეკუთვნება ხომალდი, რომელიც რეგისტრირებულია სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ან ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრში.

3. სახელმწიფო საჰაერო ხომალდებს განეკუთვნება ხომალდები, რომლებიც გამოიყენება სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საბაჟო მიზნებისათვის და შეტანილია სახელმწიფო საჰაერო ხომალდების რეესტრში.

4. საჰაერო ხომალდი არის ექსპერიმენტული, თუ იგი გამოიყენება საცდელი, ექსპერიმენტულ-საკონსტრუქტორო ან სამეცნიერო-კვლევითი ფრენის შესრულების მიზნით.
საქართველოს 2013 წლის 27 დეკემბრის კანონი №1900 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3954 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3269 – ვებგვერდი, 04.07.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/20-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/21-1.md
