---
title: "მუხლი 23. საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღება — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/23"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "23"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღება — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 23 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/23

1. საქართველოს სახელმწიფო რეესტრიდან საჰაერო ხომალდი ამოიღება:
ა) ფრენისათვის უვარგისობის გამო საჰაერო ხომალდის ჩამოწერისას;
ბ) უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში;
ბ 1 ) კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის (უფლებამოსილი მხარის) მოთხოვნის შემთხვევაში;
გ) (ამოღებულია 29.04.2025, №510);
დ) საჰაერო ხომალდის უკვალოდ დაკარგულად გამოცხადებისას;
ე) ხელშემკვრელ მხარეთა შეთანხმებით დაიშვება, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო რეესტრიდან იმ საჰაერო ხომალდების ამოღება, რომლებიც ვადიან სარგებლობაში გადაეცემა უცხო სახელმწიფოს, მის იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს;
ვ) საჰაერო ხომალდის დანიშნულების შეცვლის შემთხვევაში.

2. საქართველოს სახელმწიფო რეესტრიდან საჰაერო ხომალდის ამოღებისას მასზე გაცემული სარეგისტრაციო სერტიფიკატი კარგავს იურიდიულ ძალას.
საქართველოს 2023 წლის 4 ოქტომბრის კანონი №3552 – ვებგვერდი, 24.10.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №510 – ვებგვერდი, 01.05.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1760 – ვებგვერდი, 03.07.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/24.md
