---
title: "მუხლი 24. საჰაერო ხომალდის ეროვნულობა — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/24"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "24"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. საჰაერო ხომალდის ეროვნულობა — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 24 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/24

1. საქართველოში ეროვნულად ითვლება ის საჰაერო ხომალდი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს საჰაერო ხომალდების შესაბამის სახელმწიფო რეესტრში.

2. საჰაერო ხომალდი არ შეიძლება რეგისტრირებულ იქნეს ერთზე მეტ სახელმწიფოში.

3. დავა საჰაერო ხომალდის ეროვნულობის შესახებ შეიძლება გადაწყდეს დაინტერესებულ სახელმწიფოთა შორის მიღწეული შეთანხმებით ან საერთაშორისო სამედიატორო სასამართლოს მეშვეობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/25.md
