---
title: "მუხლი 25. საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის უფლება — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/25"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "25"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის უფლება — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 25 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/25

1. საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია ხორციელდება საქართველოში დაწესებულ ფრენის ნორმებთან მათი შესაბამისობის დადგენის შემდეგ, რაც დასტურდება სათანადო სერტიფიკატით.

1¹. ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სააგენტოსა და სხვა სახელმწიფოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს შორის შესაძლებელია გაფორმდეს შეთანხმება საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით ფუნქციების, მოვალეობებისა და საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებლობის განაწილების შესახებ, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის 83 bis მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.

2. საქართველოს სახელმწიფო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დადგენილი წესით.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6385 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/26.md
