---
title: "მუხლი 27. საჰაერო ხომალდების ამოსაცნობი ნიშნები — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/27"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "27"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. საჰაერო ხომალდების ამოსაცნობი ნიშნები — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 27 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/27

1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდს სახელმწიფო რეესტრში შეტანისას ენიჭება სარეგისტრაციო და ეროვნულობის დამადასტურებელი ამოსაცნობი ნიშნები, რომლებიც დადგენილი წესით აღინიშნება საჰაერო ხომალდის გარე ზედაპირზე.

2. რეგისტრირებისა და ეროვნულობის დამადასტურებელი ამოსაცნობი ნიშნების გარდა, საჰაერო ხომალდზე შეიძლება აღინიშნოს სიმბოლოები, ემბლემები და წარწერები, საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრირების წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

3. საქართველოს სამოქალაქო ხომალდებზე ეროვნულობის ამოსაცნობი ნიშნების ან სხვა ნიშნების აღნიშვნის წესს ადგენს სააგენტო.

4. საქართველოს სახელმწიფო საჰაერო ხომალდებზე ეროვნულობის ამოსაცნობი ან სხვა ნიშნების აღნიშვნის წესს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/28.md
