---
title: "მუხლი 30. საავიაციო პერსონალზე მოწმობის გაცემა — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/30"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "30"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. საავიაციო პერსონალზე მოწმობის გაცემა — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 30 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/30

1. საავიაციო პერსონალს უფლება აქვს შეასრულოს ფრენა და გასწიოს მომსახურება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ან აღიარებული მოწმობის (სერტიფიკატის) საფუძველზე.

2. საავიაციო წესებს შეიმუშავებენ:
ა) სამოქალაქო ავიაციის სფეროში – სააგენტო;
ბ) სახელმწიფო ავიაციის სფეროში – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

3. საავიაციო პერსონალმა საქმიანობის განხორციელებისას თან უნდა იქონიოს მოწმობა (სერტიფიკატი), რომელიც უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ წესებს.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/29-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/31.md
