---
title: "მუხლი 37. აეროდრომების, ვერტოდრომებისა და აეროპორტების კლასიფიცირება — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/37"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "37"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. აეროდრომების, ვერტოდრომებისა და აეროპორტების კლასიფიცირება — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 37 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/37

1. საუწყებო დაქვემდებარების მიხედვით აეროდრომები და ვერტოდრომები იყოფა სამოქალაქო ავიაციისა და სახელმწიფო ავიაციის აეროდრომებად და ვერტოდრომებად.

2. სამოქალაქო ავიაციისა და სახელმწიფო ავიაციის აეროდრომებისა და ვერტოდრომების მიმართ ამ კოდექსითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით ხდება საჰაერო სივრცის კლასიფიცირება და დგინდება შესაბამისი საჰაერო სივრცე და საჰაერო მოძრაობის მომსახურების სახეობა.

3. აეროპორტს/ვერტოდრომს საერთაშორისო აეროპორტის/ვერტოდრომის სტატუსს ანიჭებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3115 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/38.md
