---
title: "მუხლი 38. აეროდრომისა და ვერტოდრომის დაპროექტება და მშენებლობა — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/38"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "38"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. აეროდრომისა და ვერტოდრომის დაპროექტება და მშენებლობა — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 38 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/38

1. აეროდრომისა და ვერტოდრომის მშენებლობისთვის საჭირო (ვარგისი) ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმით, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გამოყოფილ ტერიტორიაზე აეროდრომის/ვერტოდრომის მშენებლობის ნებართვა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფრენის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით.

3. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომისა და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომის დაპროექტებისა და ექსპლუატაციის ნორმებს შეიმუშავებს სააგენტო, ხოლო სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის შემთხვევაში მათი დაპროექტებისა და ექსპლუატაციის ნორმებს შეიმუშავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. აღნიშნულ ნორმებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3115 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/39.md
