---
title: "მუხლი 39. აეროდრომისა და ვერტოდრომის სერტიფიცირება — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/39"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "39"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 39. აეროდრომისა და ვერტოდრომის სერტიფიცირება — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 39 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/39

1. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომი და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომი ექვემდებარება სერტიფიცირებას.

2. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომისა და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომის სერტიფიცირების წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.

3. სახელმწიფო ავიაციის აეროდრომი და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომი, რომლებიც სამოქალაქო მიზნებისთვის გამოიყენება, ექვემდებარება სერტიფიცირებას სამოქალაქო ავიაციის აეროდრომისა და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომის სერტიფიცირების წესის შესაბამისად.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1038 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3115 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/38.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/40.md
