---
title: "მუხლი 40. აეროდრომის, ვერტოდრომისა და საფრენი მოედნის რეგისტრაცია და აღრიცხვა — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/40"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "40"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. აეროდრომის, ვერტოდრომისა და საფრენი მოედნის რეგისტრაცია და აღრიცხვა — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 40 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/40

1. სერტიფიცირებული აეროდრომების, სერტიფიცირებული ვერტოდრომებისა და რეგისტრირებული საფრენი მოედნების რეესტრს აწარმოებს სააგენტო.

2. სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის რეგისტრაციასა და აღრიცხვას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

3. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომის, სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომისა და საფრენი მოედნის სერტიფიცირების, რეგისტრაციისა და აღრიცხვის წესებს ამტკიცებს სააგენტო.

4. სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის რეგისტრაციისა და აღრიცხვის წესებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3115 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/41.md
