---
title: "მუხლი 43. აეროპორტის კავშირი უახლოეს ქალაქსა და სხვა დასახლებასთან — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/43"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "43"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43. აეროპორტის კავშირი უახლოეს ქალაქსა და სხვა დასახლებასთან — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 43 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/43

1. აეროპორტს უახლოეს ქალაქსა და სხვა დასახლებასთან სატრანსპორტო მიმოსვლა და საკომუნიკაციო საშუალებები უნდა ჰქონდეს.

2. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ აეროპორტთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობას და მასზე შეუფერხებელ სატრანსპორტო მოძრაობას.
საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3115 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/42.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/43-1.md
