---
title: "მუხლი 45. საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდების საფრენად დაშვება — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/45"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "45"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45. საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდების საფრენად დაშვება — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 45 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/45

საქართველოს საჰაერო სივრცეში საფრენად დაიშვება ის საჰაერო ხომალდი, რომელსაც აქვს სახელმწიფო სარეგისტრაციო და ამოსაცნობი ნიშნები, რომელიც სათანადოდ არის მომზადებული და რომელზედაც ინახება საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების ორგანოების მიერ დადგენილი ყველა აუცილებელი საბუთი. აღნიშნულმა ორგანოებმა შეიძლება დაუშვან ამ წესიდან გამონაკლისი ექსპერიმენტული საჰაერო ხომალდებისა და იმ ხომალდებისათვის, რომლებიც სახელმწიფო რეგისტრირებას არ საჭიროებს.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/44.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/46.md
