---
title: "მუხლი 47. საჰაერო ხომალდის ფრენისას გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/47"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "47"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 47. საჰაერო ხომალდის ფრენისას გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 47 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/47

1. საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლება ეძლევა იმ სამოქალაქო საჰაერო ხომალდებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ხმაურისა და გარემოში ძრავის გამონაბოლქვის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირობებს.

2. აეროდრომების მფლობელები, ექსპლუატანტები, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი ვალდებული არიან დედამიწის ზედაპირზე და საჰაერო სივრცეში ხომალდების ექსპლუატირების დროს მინიმუმამდე შეამცირონ ხომალდის მიერ წარმოქმნილი ხმაური.

3. შესაბამისი ორგანოები უფლებამოსილი არიან, აეროპორტის მფლობელებს მოსთხოვონ საჰაერო ხომალდის აფრენისა და დაფრენის ეტაპებზე მინიმალური სიმაღლისა და დღე-ღამის გარკვეულ მონაკვეთებში ფრენის შეზღუდვა და ფრენის მარშრუტის შეცვლა.

4. საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდების ზებგერითი სიჩქარით ფრენა დაიშვება ისეთ სიმაღლეზე, რაც გამორიცხავს გარემოზე მის უარყოფით ზემოქმედებას. საქართველოს საჰაერო სივრცეში სამოქალაქო საჰაერო ხომალდების მიერ ბგერითი ზღუდის გადალახვა აკრძალულია.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/46.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/48.md
