---
title: "მუხლი 49. ფრენის წესების დარღვევა, საჰაერო ხომალდის გზის გადაჭრა — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/49"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "49"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49. ფრენის წესების დარღვევა, საჰაერო ხომალდის გზის გადაჭრა — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 49 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/49

1. საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში საჰაერო ხომალდის მეთაური ვალდებულია საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს სათანადო მითითების მიღებისთანავე უზრუნველყოს მისი მითითებულ ადგილზე დაფრენა. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს საჰაერო ხომალდის გზის გადაჭრა (საჰაერო ხომალდის იძულებით დაფრენა).

2. საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდის გზის გადაჭრა ხდება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-3 bis მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

3. საჰაერო ხომალდის გზის გადაჭრის წესს შეიმუშავებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სააგენტო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/48.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/50.md
