---
title: "მუხლი 5. საქართველოს სუვერენიტეტი მის საჰაერო სივრცეზე — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/5"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "5"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. საქართველოს სუვერენიტეტი მის საჰაერო სივრცეზე — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 5 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/5

1. საქართველო ფლობს სრულ და განსაკუთრებულ სუვერენიტეტს საკუთარი ტერიტორიის თავზე არსებულ საჰაერო სივრცეზე.

2. საქართველოს ტერიტორია არის მის სუვერენიტეტს დაქვემდებარებული სახმელეთო ტერიტორია და მასთან მიმდებარე შავი ზღვის ტერიტორიული წყლები.

3. საქართველოს საჰაერო სივრცე არის სახმელეთო ტერიტორიისა და მასთან მიმდებარე შავი ზღვის ტერიტორიული წყლების თავზე არსებული სივრცე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/6.md
