---
title: "მუხლი 51. სამუშაო დროისა და ფრენის დროის ნორმები — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/51"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "51"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 51. სამუშაო დროისა და ფრენის დროის ნორმები — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 51 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/51

1. სამოქალაქო ავიაციის სამუშაო დროისა და ფრენის დროის ნორმებს განსაზღვრავს ავიასაწარმოს ადმინისტრაცია სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად, საფრენოსნო ქვედანაყოფების ხელმძღვანელობასა და საფრენოსნო შემადგენლობასთან შეთანხმებით.

2. იკრძალება იმ სამუშაო დროისა და ფრენის დროის გადამეტება, რომლებიც დადგენილია სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და საქართველოს შრომის კანონმდებლობით.

3. სახელმწიფო ავიაციის სამუშაო დროისა და ფრენის დროის ნორმებს განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6385 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.
თავი VIII. საერთაშორისო ფრენა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/50.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/52.md
