---
title: "მუხლი 53. საბაჟო ფორმალობების განხორციელება, საპასპორტო და სხვა წესების გამოყენება — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/53"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "53"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 53. საბაჟო ფორმალობების განხორციელება, საპასპორტო და სხვა წესების გამოყენება — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 53 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/53

საჰაერო ხომალდებზე , ეკიპაჟსა და საჰაერო ხომალდზე მყოფ მგზავრებზე (მათ შორის , მათ ქონებაზე ), რომლებიც შემოდიან საქართველოში ან გადიან საქართველოდან (მათ შორის , ტრანზიტით , საქართველოს ტერიტორიის გავლით ), ვრცელდება საქართველოს საპასპორტო , სანიტარიული , საკარანტინო , შემოსვლა -გასვლის , ქონების შემოტანა -გატანის , საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო მიმოსვლის , საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი , საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი და სხვა წესები .
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5963 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4928 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/52.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/54.md
