---
title: "მუხლი 55. უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საბუთების ცნობა საქართველოს ტერიტორიაზე — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/55"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "55"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 55. უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საბუთების ცნობა საქართველოს ტერიტორიაზე — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 55 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/55

1. უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე არსებული საბუთები მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე, თუ იგი შეესაბამება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილ ნორმებს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის დაფრენის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ საბუთებს ამოწმებს სააგენტო.

3. სააგენტო უზრუნველყოფს „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მონაწილე სხვა სახელმწიფოებს შორის ამ კონვენციის 83 bis მუხლის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სახელმწიფოს მიერ გაცემული ავიასპეციალისტის, საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის ან/და რადიოსადგურის მოწმობების აღიარებას.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №822 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.
თავი IX. სერტიფიცირება და ლიცენზირება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/54.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/56.md
