---
title: "მუხლი 57. სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება, სერტიფიკატის შეცვლა ან გაუქმება ან სერტიფიკატით მინიჭებული უფლებების შეზღუდვა — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/57"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "57"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 57. სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება, სერტიფიკატის შეცვლა ან გაუქმება ან სერტიფიკატით მინიჭებული უფლებების შეზღუდვა — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 57 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/57

1. სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს და სახელმწიფო ინტერესებისა და ფრენის უსაფრთხოების/საავიაციო უშიშროების მოთხოვნათა გათვალისწინებით შეაჩეროს სერტიფიკატის მოქმედება, შეცვალოს ან გააუქმოს სერტიფიკატი ან შეზღუდოს სერტიფიკატით მინიჭებული უფლებები სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. ეს გადაწყვეტილება სერტიფიკატის მფლობელს შეუძლია გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/56.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/58.md
