---
title: "მუხლი 58. სერტიფიკატით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევები — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/58"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "58"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 58. სერტიფიკატით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევები — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 58 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/58

1. სერტიფიკატით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევად ითვლება, თუ:
ა) საავიაციო სააქმიანობის შესრულების დროს ფიზიკური პირი მუშაობს სათანადო სერტიფიკატის გარეშე;
ბ) იურიდიული ან ფიზიკური პირი იყენებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდს, რომელსაც არა აქვს ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი ან არღვევს აღნიშნული სერტიფიკატით განსაზღვრულ პირობებს;
გ) იურიდიული ან ფიზიკური პირი საჰაერო ხომალდის მომსახურების, ექსპლუატირების ან კომერციული საქმიანობის შესასრულებლად დაუშვებს ავიამოსამსახურეს, რომელსაც არა აქვს სათანადო სერტიფიკატი;
დ) იურიდიული ან ფიზიკური პირი ახორციელებს გადაყვანა-გადაზიდვას სათანადო სერტიფიკატის გარეშე ან არღვევს ამ სერტიფიკატით გათვალისწინებულ პირობებს;
ე) იურიდიული ან ფიზიკური პირი საჰაერო ხომალდს იყენებს კომერციული მიზნებისათვის, სერტიფიკატის მოთხოვნების ან ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა ნორმების დარღვევით;
ვ) სერტიფიკატის მფლობელი საავიაციო საწარმო არ იცავს სერტიფიკატით გათვალისწინებულ რომელიმე პირობას ან შეზღუდვას;
ზ) იურიდიული ან ფიზიკური პირი უსერტიფიკატოდ ან სერტიფიკატით განსაზღვრული ნორმებისა და პირობების დარღვევით ექსპლუატაციას უწევს გადამყვან-გადამზიდველის მომსახურე აეროპორტს;
თ) სათანადო სერტიფიკატის მქონე იურიდიული ან ფიზიკური პირი ყიდის ან გასაყიდად სთავაზობს საავიაციო საწვავს ან საწვავ-საცხებ საშუალებებს, რომელთა ხარისხი არ შეესაბამება საქართველოში დადგენილ სტანდარტებს;
ი) იურიდიული ან ფიზიკური პირი სერტიფიკატის მისაღებად არასწორ ინფორმაციას აწვდის სააგენტოს.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/57.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/58-1.md
