---
title: "მუხლი 59. საავიაციო საქმიანობის ნებართვა — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/59"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "59"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 59. საავიაციო საქმიანობის ნებართვა — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 59 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/59

1. არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ სპეციალიზებული ექსპლუატაცია (საავიაციო სამუშაოები) ხორციელდება შესაბამისად სააგენტოს მიერ გაცემული არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის ან სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელების ნებართვის საფუძველზე.

2. (ამოღებულია - 11.12.2015, №4620).

3. სააგენტო გასცემს:
ა) არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვას;
ბ) საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვას.

4. სააგენტო ნებართვას გასცემს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101
საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2177 - სსმ I, №42, 10.12.2009 წ., მუხ.309
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.
საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3269 – ვებგვერდი, 04.07.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/58-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/60.md
