---
title: "მუხლი 6. ავიაციის გამოყენება საქართველში — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/6"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "6"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. ავიაციის გამოყენება საქართველში — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 6 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/6

1. საქართველოს ავიაცია იყოფა სამოქალაქო და სახელმწიფო ავიაციად.

2. საქართველოს ავიაცია გამოიყენება:
ა) მგზავრების გადასაყვანად, ბარგის, ტვირთისა და საფოსტო გზავნილების გადასაზიდად;
ბ) სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განსახორციელებლად;
გ) მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და სანიტარიულ ღონისძიებათა განსახორციელებლად;
დ) საძებნ-სამაშველო და საავარიო-სამაშველო საქმიანობისათვის;
ე) ექსპერიმენტული და კვლევითი სამუშაოებისათვის;
ვ) სასწავლო, სპორტული, კულტურულ-საგანმანათლებლო, საგამოფენო-სავაჭრო ღონისძიებების განსახორციელებლად და ტექნიკური შემოქმედების განსავითარებლად;
ზ) იურიდიული და ფიზიკური პირების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად;
თ) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად;
ი) საპოლიციო და საბაჟო კონტროლის ამოცანებისათვის;
კ) სხვაგვარი საქმიანობის და მომსახურების გასაწევად, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5963 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3954 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3269 – ვებგვერდი, 04.07.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/7.md
