---
title: "მუხლი 67. გადამყვან-გადამზიდველის ინიციატივით საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების შეწყვეტა (მოშლა) — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/67"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "67"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 67. გადამყვან-გადამზიდველის ინიციატივით საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების შეწყვეტა (მოშლა) — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 67 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/67

საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი შემთხვევების გარდა, გადამყვან-გადამზიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს (მოშალოს) გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება, თუ ეს აუცილებელია:

1. ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

2. აფრენის, დაფრენის ან გადაფრენის სახელმწიფოს საკანონმდებლო ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევის თავიდან ასაცილებლად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/66.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/68.md
