---
title: "მუხლი 69. დანიშნულების ადგილზე ტვირთის მიღება — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/69"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "69"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 69. დანიშნულების ადგილზე ტვირთის მიღება — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 69 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/69

1. გადამზიდველი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მიმღებს ტვირთის ჩამოტანის შესახებ.

2. მიმღები ვალდებულია მიიღოს და გაიტანოს ტვირთი. მას უფლება აქვს უარი განაცხადოს დაზიანებული ან გაფუჭებული ტვირთის მიღებაზე, თუ დადგინდება, რომ მიზნობრივად მისი მთლიანი ან ნაწილობრივი გამოყენება შეუძლებელია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/68.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/70.md
