---
title: "მუხლი 7¹. სამოქალაქო საავიაციო საქმიანობისთვის გამოყენებული საზომი ერთეულები — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/7-1"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "7^1"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7¹. სამოქალაქო საავიაციო საქმიანობისთვის გამოყენებული საზომი ერთეულები — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 7¹ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/7-1

საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო საქმიანობისთვის გამოიყენება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-5 დანართით გათვალისწინებული საზომი ერთეულები. სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის საზომი ერთეულების გამოყენების წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.
თავი II. საავიაციო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და რეგულირება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/8.md
