---
title: "მუხლი 7. საავიაციო საშუალებებზე საკუთრების უფლება — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/7"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "7"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. საავიაციო საშუალებებზე საკუთრების უფლება — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 7 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/7

საქართველოში საავიაციო საშუალებები შეიძლება იყოს სახელმწიფო, იურიდიული და ფიზიკური პირების (მათ შორის, უცხო სახელმწიფოს) საკუთრება, გარდა საჰაერო მოძრაობის მომსახურების ტრასისა, ადგილობრივი საჰაერო ხაზებისა, თვითმფრინავების ფრენის მართვის სისტემებისა, საჰაერო მოძრაობის, მართვისა და კონტროლის საშუალებებისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ასაფრენ-დასაფრენი ზოლებისა, რომლებიც საქართველოში სახელმწიფო საკუთრებაა და რომელთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5300 - სსმ I, №31, 03.08.2007 წ., მუხ.352
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1909 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.21
საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3749 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.389
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/7-1.md
