---
title: "მუხლი 70. მიმღების მიერ ტვირთის მიუღებლობა ან დაგვიანებით მიღება — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/70"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "70"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 70. მიმღების მიერ ტვირთის მიუღებლობა ან დაგვიანებით მიღება — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 70 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/70

1. თუ გადაზიდვის წესებით დადგენილ ვადაში მიმღები არ მოითხოვს მის მისამართზე მოსულ ტვირთს ან უარს განაცხადებს მის მიღებაზე, გადამზიდველი უფლებამოსილია შეატყობინოს ამის შესახებ გამგზავნს და შეინახოს ტვირთი გამგზავნის ხარჯზე, მისივე პასუხისმგებლობით.

2. თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მიმღები არ მიიღებს მის მისამართზე შემოსულ ტვირთს, ხოლო გამგზავნი არ უზრუნველყოფს მის განკარგვას, იგი ექვემდებარება დადგენილი წესით რეალიზებას.

3. აღნიშნული ტვირთის შემოწმებასა და გაფორმებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/69.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/71.md
