---
title: "მუხლი 71¹. მგზავრის შესახებ მონაცემების მიწოდების ვალდებულება — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/71-1"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "71^1"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 71¹. მგზავრის შესახებ მონაცემების მიწოდების ვალდებულება — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 71¹ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/71-1

საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საჰაერო გადამზიდველი ვალდებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს მიაწოდოს მგზავრის შესახებ წინასწარი მონაცემები და მგზავრის სახელის შესახებ ჩანაწერის მონაცემები. აღნიშნული მონაცემების ნუსხა, მათი მიწოდების, დამუშავების, შენახვის, გაცემის, დეპერსონალიზაციისა და განადგურების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1678 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
თავი XI. საავიაციო სამუშაოები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/71.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/72.md
