---
title: "მუხლი 8. საავიაციო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და რეგულირების სახელმწიფო ორგანოები და მათი კომპეტენცია — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/8"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "8"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. საავიაციო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და რეგულირების სახელმწიფო ორგანოები და მათი კომპეტენცია — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 8 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/8

1. სამოქალაქო ავიაციის დარგში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

2. სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის ზედამხედველობასა და რეგულირებას კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) .

3. სახელმწიფო ავიაციის საქმიანობაზე ზედამხედველობასა და რეგულირებას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ამ ორგანოების კომპეტენცია განისაზღვრება ამ კოდექსით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

4. საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში სპეციალური რეისების შესრულების პროცესში ჩართული უწყებების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებამოსილებები და ამ რეისების შესრულებასთან დაკავშირებული პროცედურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტით, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2267 - სსმ I, №45, 21.12.2009 წ., მუხ.336
საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3749 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.389
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 21 დეკემბრის კანონი №136 - ვებგვერდი, 30.12.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №822 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/7-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/8-1.md
