---
title: "მუხლი 97. საავიაციო უშიშროება — საქართველოს საჰაერო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/97"
law: "საქართველოს საჰაერო კოდექსი"
article: "97"
identifier: "462"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 97. საავიაციო უშიშროება — საქართველოს საჰაერო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საჰაერო კოდექსი, მუხლი 97 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/97

1. საავიაციო უშიშროება არის სამოქალაქო ავიაციის მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან დაცვა, რომელიც მიიღწევა ღონისძიებათა კომპლექსით, ადამიანური და მატერიალური რესურსების ერთობლიობით.

2. საქართველო, როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) წევრი სახელმწიფო, ვალდებულია შეასრულოს „საჰაერო ხომალდში ჩადენილ დანაშაულთა და ზოგიერთი სხვა მოქმედების შესახებ“ ტოკიოს 1963 წლის 14 სექტემბრის საერთაშორისო კონვენციის, საჰაერო ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ 1970 წლის 16 დეკემბრის ჰააგის საერთაშორისო კონვენციის, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის 1971 წლის 23 სექტემბრის მონრეალის საერთაშორისო კონვენციის, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის თაობაზე“ ოქმის, რომელიც ემატება 1971 წლის 23 სექტემბერს მონრეალში მიღებულ კონვენციას „სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული უკანონო აქტების შესახებ“, „პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდების შესახებ მათი გამოვლენის მიზნით“ 1991 წლის 1 მარტის მონრეალის კონვენციის და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნები და განახორციელოს ღონისძიებები რეკომენდებული პრაქტიკის დასანერგად.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/96.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33298-sakartvelos-sahaero-kodeksi/98.md
