---
title: "მუხლი 1. ინვესტიცია — საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33304-sainvestitsio-sakmianobis-khelshewqobisa-da-garantiebis-shesakheb/1"
law: "საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ"
article: "1"
identifier: "473"
adopted: "1996-11-12"
consolidated_as_of: "2019-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. ინვესტიცია — საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

> Text consolidated as of 2019-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2019-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33304-sainvestitsio-sakmianobis-khelshewqobisa-da-garantiebis-shesakheb/1

1. ინვესტიციად მიიჩნევა ყველა სახის ქონებრივი და ინტელექტუალური ფასეულობა ან უფლება, რომელიც დაბანდდება და გამოიყენება შესაძლო მოგების მიღების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ სამეწარმეო საქმიანობაში.

2. ასეთი ფასეულობა ან უფლება შეიძლება იყოს: ა) ფულადი სახსრები, წილი, აქციები და სხვა ფასიანი ქაღალდები; ბ) უძრავი და მოძრავი ქონება _ მიწა, შენობა-ნაგებობები, მოწყობილობები და  სხვა მატერიალური ფასეულობა; გ) მიწით ან სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის უფლება (მათ შორის კონცესია), პატენტი, ლიცენზია, „ნოუ-ჰაუ “ , გამოცდილება და სხვა ინტელექტუალური  ფასეულობა; დ) კა­ნო­ნით აღი­ა­რე­ბუ­ლი სხვა ქო­ნებ­რი­ვი ან ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბა ან უფ­ლე­ბა.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/33304-sainvestitsio-sakmianobis-khelshewqobisa-da-garantiebis-shesakheb/2.md
